სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ზოდელავა „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მეხუთე მოადგილედ დაინიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
სამინისტროს განცხადებით, პროფესიით იურისტს, თამარ ზოდელავას „საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება“ აქვს.
2007-2023 წლებში ზოდელავა არასამთავრობო სექტორში მუშაობდა და იყო ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი, როგორებიცაა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფონდი (GIZ), გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი (IRZ); ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი.
ზოდელავა სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად გასული წლის აპრილიდან მუშაობდა. ის ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.
სამთავრობო გრანტების სააგენტო „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ შექმნა, რაც რიგი რეპრესიული კანონებით დამოუკიდებელ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საერთაშორისო დონორებისგან დაფინანსების მიღება აუკრძალა. სააგენტოს მიზნად განისაზღვრა საქართველოში მოქმედი ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაშია „ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“. 2025 წლის ბოლოს გრანტების მართვის სააგენტომ 17 ორგანიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, 1 657 775 ლარით დააფინანსა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის თამარ ზოდელავას სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
