„ქართული ოცნების“ მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო, სსიპ „გრანტის მართვის სააგენტო“ სოციალურ ქსელ Facebook-სა და Instagram-ზე სააგენტოს ოფიციალური გვერდების პოპულარიზაციისთვის 20 300 ლარს დახარჯავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ ზოდელავას ბრძანების მიხედვით, სარეკლამო მომსახურების შესყიდვა განხორცილდება ეტაპობრივად, 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
„აღნიშნული შესყიდვის მიზანია დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საქმიანობის, განხორციელებული ღონისძიებების, დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა“, - ვკითულობთ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო განმარტავს, რომ შესყიდვის მიზნისთვის Facebook-სა და Instagram-ის გამოყენება უალტერნატივოა, რადგან ამ ორ სოციალურ ქსელს საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
გრანტების სააგენტო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შემზღუდველი კანონების მიღების პარალელურად შექმნა, სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2025 წელს მისი ბიუჯეტი 814 472 ლარია. აქედან 253 200 ლარი ხელფასებზე მოდის. მაგალითად, სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ ზოდელავას ყოველთვიური ხელფასი 10 585 ლარს შეადგენს.
მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ამისთვის მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
