ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს რპეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. როგორც მან პლატფორმა X-ზე დაწერა, საქართველოში „არჩევნების შემდგომი სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
„თუ საქართველოს სურს, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირისკენ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლებისგან. გზას ჩვენი გაფართოების ანგარიში აჩვენებს“, - წერს ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ სალომე ზურაბიშვილს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მიიღო. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (ხმების 11.037%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და საქართველო „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გახდა.
„ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოციათ აშშ-სა და ევროკავშირს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ არჩევნები „სერიოზული დარღვევებით გამოირჩეოდა“, რაც „გამოძიებული უნდა იქნეს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად“.
არჩევნებიდან მეოთხე დღეს, 30 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური გაფართოების პაკეტი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ათი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს პროგრესს აფასებს. ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, მისი მთავრობის ქმედებების გამო, დე ფაქტო შეჩერებულია არ გაუწევს რეკომენდაციას საქართველოსთან გაწევრიანებიაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა კურსს არ შეიცვლის.
