საქართველოს მთავრობა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, საქართველოში მყოფი მოწყვლადი უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს. თითოეულ ბავშვზე 470 ლარს მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1-ელი თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის 1-ელ მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა. კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე - 1505.
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით, გასული წლის 24 თებერვლიდან საქართველოში სულ 182 000 უკრაინელი შემოვიდა, რომელთაგან საქართველოს ტერიტორიაზე 25 000 დარჩა. კასიანოვი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს საქართველოს ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ამავე პერიოდში, საქართველოში 1 მილიონ 268 ათასი რუსი და 149 ათასი ბელორუსი შემოვიდა. მათგან რუსეთის 116 000 მოქალაქე საქართველოში რჩებოდა.
უკრაინის მოქალაქეების უმეტესობა საქართველოს ტერიტორიას სხვა ქვეყნებში, ძირითადად, ევროპაში ტრანზიტისთვის იყენებს. ანდრი კასიანოვი ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების ხანგრძლივად ყოფნის ხელისშემშლელ ფაქტორებად ასახელებს რუსეთის მოქალაქეების - „პუტინის და უკრაინული მოსახლეობის გენოციდის პოლიტიკის გააფთრებული მხარდამჭერების ანომალიურად მაღალ რაოდენობას“, ასევე, ამით გამოწვეულ ფასების ზრდას ბინებსა და სურსათზე. უკრაინის ელჩის მონაცემებით, ყველაზე მეტი უკრაინელი საქართველოს დიდ ქალაქებშია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
