რუსი მწერალი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი ვიქტორ შენდეროვიჩი, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს „უცხოეთის აგენტთა“ სიაში ჰყავს შეყვანილი, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
შენდეროვიჩი თბილისში თელ-ავივიდან პირველ ივნისს ჩამოფრინდა, თუმცა მესაზღვრეებმა მიზეზის განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. 2 და 4 ივნისს, თბილისსა და ბათუმში მისი მონაწილეობით ღონისძიებები უნდა გამართულიყო.
„დღესასწაული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურმა ჯგუფმა ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა. საქართველო ჩემგან დაიცვეს, ყოჩაღ.
არ გავრისკავ და ივანიშვილის საქართველოს პუტინის პროვინციას არ ვუწოდებ, მაგრამ ამ მიმართულებით მიდის მუშაობა, ასე არაა?
2006 წელს, სამარცხვინო ანტიქართული კამპანიისა და დეპორტაციის დროს, მე, ასობით სხვა მოსკოველთან ერთად, პუშკინის მოედანზე საპროტესტო აქციაზე მივედი მკერდზე ნიშნით - „მე ვარ ქართველი“... როგორც უკვე ჩემი დეპორტაციიდან (თბილისიდან) ირკვევა, მაინც არასაკმარისად ქართველი ვარ. სასაცილოა“, - წერს ვიქტორ შენდეროვიჩი სოციალურ ქსელში.
ვიქტორ შენდეროვიჩმა რუსეთი 2022 წლის იანვარში დატოვა. ამას წინ უსწრებდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის და „ვაგნერის ჯგუფის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აღძრეს.
შენდეროვიჩმა რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში პრიგოჟინს სისხლის სამართლის დამნაშავე და მკვლელი უწოდა, რის შემდეგაც პრიგოჟინმა სასამართლოში უჩივლა მისი პატივისა და ღირსების შელახვის გამო. 2021 წლის დეკემბერში, სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ შენდეროვიჩის განცხადებები ცილისმწამებლურად მიიჩნია - რადიოს პრიგოჟინის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით მილიონი რუბლის, ხოლო შენდეროვიჩს 100 000-ის გადახდა დაეკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ევგენი პრიგოჟინმა მწერლის წინააღმდეგ, ცილისწამების მუხლით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. ვიქტორ შენდეროვიჩის განცხადებით, მან რუსეთი ანგარიშსწორების საფრთხის გამო დატოვა. მოგვიანებით სასამართლომ გადაწყვეტილებას გადახედა და შენდეროვიჩისთვის დაკისრებული თანხა 1.5 მილიონ რუბლამდე გაზარდა.
