„ქართული ოცნების“ მთავრობა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ, დღეს, 12 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
კობახიძის თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში „მნიშვნელოვნად და მკვეთრად“ გაიზარდა.
„2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი.
ამისათვის ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული. თუმცა ვფიქრობ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს ქვეყანაში შემოყვანილი“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეზღუდულია.
