28-29 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე მიულოცა, როცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ წინასწარი შედეგებიც არ ჰქონდა გამოცხადებული.
„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“, - დაწერა ორბანმა X-ზე.
„იმედის“ ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 56,1% დააგროვა. სხვა ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნები ოპოზიციამ მოიგო და მმართველ პარტიას მხოლოდ 40.9% აქვს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით (დათვლილია უბნების 99,968%) „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 53.92% მიიღო.
ვიქტორ ორბანი საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრეც იმყოფებოდა და მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.
