„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის და პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას შეფასებით, რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს უარი სავალალოა. კორძაია ერთ-ერთია იმ 38 დეპუტატს შორის, ვინც რუსული კანონი გაასაჩივრა და შეჩერების მექანიზმის გამოყენება მოითხოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს იმ 84 დეპუტატის ბედი, რომლებმაც მოღალატეობრივად რუსეთის დავალებით მიიღეს ე.წ. რუსული კანონი, როგორც თვითონ უწოდებენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაბედა კანონის მოქმედების შეჩერება და ძალიან სავალალოა ის მდგომარეობა, რომ ვერ ხედავს ამ კანონის მავნე შედეგებს როგორც ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და გამოხატვის თავისუფლების განადგურების თვალსაზრისით.
ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე, თუმცა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა. საოქმო ჩანაწერში, რომელიც დღეს, 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის რვა მოსამართლიდან ორს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს განსხვავებული აზრი ჰქონდათ შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სულ ოთხი სარჩელი შევიდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის მოქმედების შეჩერება და შემდეგ მისი გაუქმება მოითხოვეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ, შპს „საქართველოს ამბებმა“ და ააიპ „სტუდია მონიტორმა“.
