„საქართველოს რკინიგზაში“ გამოეხმაურნენ რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოსთან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
„განვმარტავთ, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, – განაცხადეს სახელმწიფო კომპანიაში.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა 12 თებერვალს, ჟურნალისტებთან თქვა, რომ საქართველოსთან რკინიგზის აღდგენა „კრიტიკულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხების მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“.
ჟურნალისტების კითხვის პასუხად „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან კომუნიკაცია არ აქვს.
„რა გგონიათ ახლა მატარებელი გაივლის ისე, რომ ჩვენ არავინ დაგვეკითხება? რა რისკებზე საუბრობთ? საკითხი მარტივია, ჩვენს დაუკითხავად არაფერი არ მოხდება. რუსეთის ხელისუფლებისთვის ცნობილია დიდი ხანია, რა არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველანაირი ურთიერთობები აღდგება მაშინ, როდესაც რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიის მთლიანობას და ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება.
