საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას რეფორმების საჭიროებაზე ისაუბრეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„საგარეო საქმეთა მინისტრთან გვქონდა ლანჩი, რათა გვემსჯელა ისტორიულ შესაძლებლობაზე, საქართველოს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით და ასევე მათი [საქართველოს] დემოკრატიის გაძლიერების საჭიროებაზე.
ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და მეტი რეფორმები სჭირდება, რადგან წლის ბოლოს განხილული იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს პოზიტიური სიგნალები გაუგზავნოს ბრიუსელს და წევრ სახელმწიფოებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების შესრულებისას“, - თქვა ბორელმა.
24 აპრილს, ლუქსემბურგში, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. როგორც მან მედიასთან განაცხადა, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების ეფექტიანობაზე იმსჯელეს.
„ამ შეხვედრაზე მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს ურყევ გზაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენს ვალდებულებებზე, ძალისხმევაზე, იმ გატარებულ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ გაატარა. რა თქმა უნდა, აქცენტი გავაკეთეთ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია დღეს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 12 რეკომენდაცია განუსაზღვრა, რომელთა შორის არის დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება. ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლის შემოდგომაზე მოამზადებს და რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.
ამ თემაზე:
ევროკომისიის 12 პირობიდან სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული - არასამთავრობოები
