ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ე.წ. პრეზიდენტთან არსებული „სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ დადებითად აღიქვამენ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების იდეას, მაგრამ დე ფაქტო აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
„რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით სერგეი ლავროვის განცხადებას რუსეთის მზადყოფნის შესახებ, შემდგომშიც შეუწყოს ხელი აფხაზეთსა და საქართველოს შორის დარეგულირების პროცესს. ურთიერთობების ნორმალიზების იდეა თავისთავად არ შეიძლება დადებითად არ იყოს აღქმული, მაგრამ საქართველომ უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება არ გამოვა და მხოლოდ ბოდიშებით სიტუაციას ვერ შეცვლი - ჩვენს ქვეყნებს მძიმე კონფლიქტი და პრაქტიკულად ცივი ომის ხანგრძლივი პერიოდი ჰყოფს. საქართველოში აფხაზეთის ინტერგრაციისა და საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს. ნათელია, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ვერ აღდგება და აქ სრულიად ახალი მიდგომებია საჭირო.
თბილისში უნდა გაიგონ, რომ მხოლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეძლებს ამ კონფლიქტის დასრულებას და გახსნის ახალ ერას აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში“, - განაცხადა ჩირიკბამ.
როგორც მან აღნიშნა, მტრის მუდმივი იმიჯის შესაცვლელად, „თბილისმა მიდგომებში რეალური ცვლილებები უნდა შეიტანოს და დაამტკიცოს თავისი მშვიდობისმოყვარე განცხადებების გულწრფელობა“. ჩირიკბას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს „აფხაზური პასპორტების“ საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტებად აღიარებას, შეწყვიტოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიად მოხსენიება და გააუქმოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი.
„მოლაპარაკებების პროცესი დიდი ხანია პრაქტიკულად ჩიხშია, ძირითადად იმის გამო, რომ ქართული მხარე არ არის მზად, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
საკუთარ თავზე ამ ვალდებულების ჯიუტად არ აღება არ შეიძლება განიმარტოს სხვაგვარად, გარდა როგორც მისწრაფება, დაიტოვო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ძალის გამოყენების უფლება. თუ საქართველოს თავდადება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი გულწრფელია, რატომ არ შეიძლება ეს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით დადასტურდეს? ამის არც სოხუმს სჯერა, არც ცხინვალს და ამისთვის მათ ყველა მიზეზი გააჩნიათ“, - აღნიშნა ჩირიკბამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა) ქვეყნებად მოიხსენია და თქვა, რომ მხარეთა დაინტერესების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, საქართველოს მათთან შერიგებაში დაეხმაროს. საქართველოს ხელისუფლებამ ლავროვის ეს განცხადება პოზიტიურად შეაფასა. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დაამატა, რომ კარგი იქნება „ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმა - მაგალითად, საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანაზე მუშაობის დაწყება.
