კრემლის მთავარი იდეოლოგი, რუსი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის განხილვას გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„საქართველო სწორ გზაზეა. თუ გსურს სუვერენიტეტი, გაანადგურე მეხუთე კოლონა. ჩვენ ეს გზა გავიარეთ და დადებითი ეფექტი სახეზეა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. რამდენი ლიბერალური აგენტი რჩება საზოგადოების სიღრმეში - ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. მაგრამ ღვთის წყალობით ჩვენ მათ გავწმენდთ“, - წერს დუგინი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 12-საათიანი განხილვის შემდეგ, დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემზღუდავ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. როგორც რუსული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მას პლენარულ სხდომაზე განსახილველად მიმდინარე კვირაშივე გაიტანენ.
პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიან აქციაზე, ათასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ იმ კანონის მიღებას, რომელიც „საქართველოს ევროპულ მომავალს დაასამარებს“.
პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, მარტში, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.
