პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტართა დელეგაციას შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსადმი ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
„მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, არის კიდევ ერთხელ ნიშანი ამ მხარდაჭერის, ევროპული მხარდაჭერის, რომ ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი, საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხსი ევროპულობის, რომელიც არაერთხელ გამოიხატა ამ 33 წლის განმავლობაში - არაერთხელ კი არა, ყოველ ჯერზე, როდესაც ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი იყო რაღაც ეჭვქვეშ, საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ევროპული და დემოკრატიულია, დღეს არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება.
„მას ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც პრაქტიკულად დაეუფლა ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტს და შედეგი მივირეთ ამ არჩევნებში. ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები, ვიღაც, სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. ამიტომაც არის, რომ ჩვენ შევდივართ კრიზისში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელი არის რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება რომ იყოს. კრიზისი სახეზეა და ეს ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ რაღაც მომენტში და რაღაც ფორმით, სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა. ეს არის ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან ჩვენთან ერთად ღრმად დარწმუნებული,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოში გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან. მათ შეხვედრაზე უარი უთხრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“.
