„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საჯარო მოსამსახურეებს უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება აეკრძალებათ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას „ქართული ოცნება“ მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში აპირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. აიკრძალება საჯარო მომსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება - ეს იქნება პირდაპირი თუ ირიბი სახელფასო დანამატი, ტრენინგის დაფინანსება, ვიზიტი თუ ა.შ.“, - თქვა მდინარაძემ.
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. საჯარო სამსახურს ეწევა: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, მოხელე, დამხმარე მოსამსახურე და შტატგარეშე მოსამსახურე.
მამუკა მდინარაძის თქმით, გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა. კერძოდ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, სსიპ-ების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებად.
გარდა ამისა, როგორც მდინარაძემ თქვა, აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას.
