მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას დაემატა. შესაბამისად, მათი ბლოკირება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ 31 იანვარს მოაწერა. რეგულაცია იმავე დღეს შევიდა ძალაში.
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს განეკუთვნება, მაგალითად, თბილისის შემოსავლელი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა მისი ნორმალური მუშაობა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად ან არაერთგზის, სასჯელის სახით, ორ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება.
უფლებადამცველებმა ისედაც ვიცოდით, რომ მთავრობა ამ ცვლილებებს აუცილებლად შეიტანდა დადგენილებაში. მეტიც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ზრახვების ფონზე, გასაკვირიც კია, რომ აქამდე არ იყო ეს ქმედება კრიმინალიზებული“, - ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, გურამ იმნაძე.
მისი თქმით, ეს ცვლილებები აჩვენებს მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს.
