გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა მეოთხე ეტაპზე, აუქციონის გზით, იჯარით გასაცემი 105 ერთეული საძოვრის მონაცემები, მათ შორის, საგარეჯოში - 8, დედოფლისწყაროში - 34, თელავში - 1, სიღნაღში - 11, ყვარელში - 14, ახმეტაში - 4, ბორჯომში - 13, ნინოწმინდაში - 5, ახალციხეში - 1, ყაზბეგში - 1, მცხეთაში - 3, მარნეულში - 1, გორში - 8, ბაღდათში - 1.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
მეოთხე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 15 აგვისტოს დაიწყო და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დღეისათვის, ოთხ ეტაპად სულ გამოქვეყნდა 362 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები. ამჟამად, ხელმისაწვდომია და განაცხადების მიღება წარმოებს 129 მათგანზე. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ.
პროგრამის მიზანია საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელი შეუწყოს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცვას დეგრადაციისგან და ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმაროს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, ამხანაგობას, რომელსაც შერჩეული აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვარი და განაცხადის წარდგენისას, მფლობელობაში გააჩნია იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი (ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა, ხოლო წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა).
