რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახს „ქართული ოცნების“ მთავრობა 10 ათას ლარს გადასცემს. ერთჯერადი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ განკარგულებას ხელი არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უზრუნველყოს ვიტალი ჭოლარიასთვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის დახმარების გაცემა“, - ვკითხულობთ 8 იანვრით დათარიღებულ განკარგულებაში.
ოკუპირებულ საბერიოში, ხის სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი არასრულწლოვანი დის - ანა-მარიას, ელენეს, ემილიას, სოფიოს და ნია ჭოლარიების სიცოცხლე შეიწირა. ტრაგედია 5 იანვრის დილას იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვებს ეძინათ. დაღუპული დებიდან ყველაზე უმცროსი 8 თვის იყო.
ჭოლორაიების ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. ბავშვები ბებიასთან საახალწლო არდადეგებზე იმყოფებოდნენ. ბავშვების დედა ზუდგიდის საავადმყოფოში იწვა და იმ დღეს, როდესაც ტრაგედია დატრიალდა, მამა მის მოსანახულებლად იყო წასული.
ხანძარს მხოლოდ ბებია გადაურჩა. ის სამკურნალოდ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ღუმელის ანთების დროს ბებიას ნავთი ბენზინში აერია, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხის სახლი რამდენიმე წუთში მთლიანად ჩაიწვა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბევრი ადგილობრივი იძულებულია, შეშის ღუმელი და ნავთქურა გამოიყენოს.
მომხდარის გამო „ქართული ოცნების“ მთავრობამ 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.
