რუსული ხორბლით დატვირთული პირველი მატარებელი (15 ვაგონი) სომხეთში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ჩავიდა. 1000 ტონაზე მეტი მარცვლეულის ულიანოვსკის ოლქიდან გადაზიდვა რუსეთის რკინიგზამ განახორციელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდესაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა დამყარდა.
ოვერჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი მარშრუტი აძლიერებს რუსეთის სატრანსპორტო კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან, ზრდის „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ სხვა წევრი სახელმწიფოების წვდომას სომხეთის ბაზარზე და ასევე, სომეხი მწარმოებლებისთვის ზრდის კავშირის ბაზრებზე ხელმისაწვდომობას.
„ეს მოვლენა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში რეალური, ხელშესახები წვლილია, რომელიც ადასტურებს ჩვენს მუშაობას რეგიონული სტაბილურობისა და რეგიონის ყველა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ“, - განაცხადა ოვერჩუკმა.
სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტვირთების გადაზიდვაზე შეზღუდვების მოხსნა აზერბაიჯანის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული კომუნიკაციების აღდგენისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
„ეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების ერთ-ერთი პრაქტიკული განხორციელებაა, რაც ხელს უწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციას.
ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთნდობის განმტკიცებისა და მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობის კონტექსტში“, - აცხადებს სომხეთის მთავრობა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვრის ბოლომდე რუსეთი სომხეთში ხორბლის კიდევ 132 ვაგონს გააგზავნის ახალი მარშრუტით და შეისწავლის სხვა კატეგორიის ტვირთების ამავე გზით მიწოდების შესაძლებლობას.
