რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ქაჯაია დაინიშნა. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 4 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 5 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 6 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გიორგი ქაჯაია მოსკოვში, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოში, საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო. მან ზურაბ აბაშიძე შეცვალა, რომელსაც სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წლის ბოლოდან ეკავა.
ირაკლი კობახიძემ ზურაბ აბაშიძეს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მან თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე.
„მოგეხსენებათ, ის წლების მანძილზე იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით. ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, მისი ძალისხმევით, მისი მონაწილეობით, ჩართულობით. მინდა, მას მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ამიერიდან ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება. მან დაადასტურა, რომ სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე თვის წინ თავად მიმართა მთავრობის მაშინდელ მეთურს, ირაკლი ღარიბაშვილს. „ლოგიკა ძალიან მარტივი იყო: 2012 წლის შემდეგ 12 წელი გავიდა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული“, - აღნიშნა აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე 12 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
