რუსეთში ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი და მისი მეუღლე ლიდია ნევზოროვა „ექსტრემისტულ გაერთიანებად“ გამოაცხადეს. ეს გადაწყვეტილება გუშინ, სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ მიიღო. რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ რუსეთში ცოლ-ქმრის საქმიანობა აკრძალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
გარდა ამისა, სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა ნევზოროვების ქონება - სამი მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი ბინა, მანქანა და წილები შპს-ში.
„თავისუფლება ძვირი ღირს, მაგრამ არანაირი ფასი არ შეიძლება იყოს ძალიან მაღალი. დღეს დასრულდა „სასამართლო“. ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ მაკავშირებდა (მატერიალურად) რუსეთთან, „ჩამორთმეულია სახელმწიფოს სასარგებლოდ“. ორი თვის განმავლობაში მაშანტაჟებდნენ და მთავაზობდნენ „სასამართლოს კარგ გადაწყვეტილებას“ ომზე, უკრაინაზე და კრემლის ვამპირზე „ჩემი პოზიციის შესწორების“ სანაცვლოდ. ალბათ იგივე ტაქტიკა იქნება გამოყენებული მთელი ანტისაომარი ემიგრაციის მიმართაც“, - თქვა ნევზოროვმა სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.
ჟურნალისტის განცხადებით, სასამართლო პროცესის ფორმალური მიზეზი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის ანასტასია იარმოშის დასმენა გახდა. „ბრალდების მთავარი ფორმალური პუნქტია სასწრაფო დახმარების ორი მანქანა, რომელიც ფრონტზე გავგზავნე უკრაინის შეიარაღებული ძალებში დაჭრილებისთვის“, - აღნიშნა ნევზოროვმა.
ალექსანდრ და ლიდია ნევზოროვებმა რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე დატოვეს. მას შემდეგ ალექსანდრ ნევზოროვი რუსეთის ხელისუფლებამ ე.წ. „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა. საგამოძიებო კომიტეტმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების მუხლით იმ პუბლიკაციის გამო, რომელიც რუსების მიერ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვასა და ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას ეხებოდა. 2023 წლის თებერვალში მოსკოვის სასამართლომ ნევზოროვს დაუსწრებლად მიუსაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა.
2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ნევზოროვი ვლადიმერ პუტინს უჭერდა მხარს.
