რუსეთში, ივანოვოს ოლქში, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-22“ ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი საგანგებო სიტუაციების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა ბედი ამ დროისთვის უცნობია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
TASS-ის ცნობით, კატასტროფა უვოდის წყალსაცავის მახლობლად მოხდა. თვითმფრინავის ფრაგმენტები წყალშია ნაპოვნი. გავრცელებული ინფორმაციით, „ან-22“ შეკეთების შემდეგ რუტინულ სატესტო ფრენას ასრულებდა.
„ან-22“ (რუსულად „Ан-22 Антей“) მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურბოპროპელერიანი თვითმფრინავია, რომელიც შორ მანძილზე იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების ტრანსპორტირებისთვისაა განკუთვნილი.
საბჭოთა კავშირში ამ ტიპის მხოლოდ 69 თვითმფრინავი იყო წარმოებული. 2024 წლის ზაფხულში რუსეთის კოსმოსური ძალების სარდლობამ გამოაცხადა, რომ ექსპლუატაციაში დარჩენილი „ან-22“ თვითმფრინავები მწყობრიდან იყვნენ გამოსული.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვარდნილი „ან-22“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში დარჩენილი ამ ტიპის უკანასკნელი თვითმფრინავი იყო.
