პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეციალური დანიშნულების რაზმთან მივიდა. მან სპეცრაზმელებს უთხრა, რომ მათი მოვალეობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მოქალაქეების დაცვაა და არა ხალხის დაშლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
- 6 ძამის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-5 საუკუნის ეკლესია დაანგრიეს
„რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი. თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ, ხომ? არც ქვეყნის, არც შვილების? არც თქვენს წინაპრებზე? მე მაინტერესებს, ვის ემსახურებით და რატომ, რისი გულისთვის. რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?“, - ეკითხებოდა სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმელებს.
მოქალაქეები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაჩერების შესახებ საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და ისმის სხვადასხვა შეძახილი, მათ შორის „რუსებო“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციის პარალელურად მობილიზებული ჰყავს სხვადასხვა დანაყოფი და წყლის ჭავლის მანქანა. შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში და აფრთხილებს მათ, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ამ თემაზე:
არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა - პრეზიდენტი
