რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქე ლადო გამსახურდიას, რომელიც უკრაინაში მებრძოლი მოხალისეთა ქვედანაყოფ „კავკასიის ლეგიონის“ ყოფილი მეთაურია, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა და საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ლადო გამსახურდია დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის (დაქირავებული მებრძოლობა) ჩადენაში.
როგორც რუსული სახელმწიფო მედია წერს, გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინა, რომ ლადო გამსახურდია 2022 წლის მარტში შეუერთდა შეიარაღებულ ფორმირებას „ქართულ ეროვნულ ლეგიონს“, როგორც დაქირავებული, სადაც გაიარა წვრთნა და აღიჭურვა იარაღით, საბრძოლო მასალითა და აუცილებელი აღჭურვილობით, ხოლო 2022 წლის მაისში, უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის დახმარებით, შეიარაღებული ფორმირება „კავკასიის ლეგიონი“ შექმნა.
საქმის მასალების მიხედვით, გამსახურდია სოციალური ქსელებითა და ინტერნეტით ეძებდა დაქირავებულებს, რომლებიც მის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ცენტრებში, მათ შორის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, წვრთნას გადიოდნენ, შემდეგ კი მონაწილეობდნენ სამხედრო ოპერაციებში რუსეთის წინააღმდეგ. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, თავად გამსახურდია 2022 წლის მარტიდან 2024 წლის აგვისტომდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაქირავებულ მებრძოლად იბრძოდა, რისთვისაც მატერიალური კომპენსაცია მიიღო.
ლადო გამსახურდია რუსეთის გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია. ის კიევში იმყოფება და ორგანიზაციას „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასია“ ხელმძღვანელობს. „კავკასიის ლეგიონი“, ამ ორგანიზაციის სამხედრო ფრთა, უკრაინული არმიის შემადგენლობაში ირიცხება.
