ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბარამიძეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძილის მონაწილეობას გულისხმობს.
„გამომძიებლების ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში ბარამიძე დაქირავებული მეომრის სტატუსით ჩავიდა უკრაინაში, სადაც ის „საქართველოს ეროვნულ ლეგიონს“ შეუერთდა. საწვრთნელ ბაზებზე მან სამხედრო წვრთნები გაიარა, რაც მიზნად ისახავდა საბრძოლო იარაღის გამოყენების უნარების შეძენას, შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის აუცილებელი სტრატეგიის, ტაქტიკისა და საბრძოლო ტექნიკის შესწავლას, რის შემდეგაც, 2022 წლის აპრილამდე, მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში. დაქირავებული მებრძოლის ჯილდოს ოდენობამ 238 000 რუბლს გადააჭარბა“, - ნათქვამია რუსეთის გენპროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და სასამართლომ მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა. გიორგი ბარამიძისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
