რუსეთის ფედერაცია კვლავ დაჟინებით მოითხოვს აღმოსავლეთით ნატოს არგაფართოების იურიდიულად დაფიქსირებას და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების გაუქმებას. ამის შესახებ გამოცემა „იზვესტიას“ ბელგიაში რუსეთის საელჩოში განუცხადეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
2021 წლის დეკემბერში მოსკოვმა ვაშინგტონს გადასცა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები, სადაც, ერთ-ერთი პუნქტი სამხედრო ალიანსის არგაფართოებას ეხებოდა. როგორც რუსეთის საელჩოში განაცხადეს, უახლოეს პერიოდში, ამ პოზიციიდან უკან დახევას არ აპირებენ.
„რუსეთის ფედერაცია დაჟინებით მოითხოვს შესაბამისი შეთანხმებების ქაღალდზე დაფიქსირებას, მათ შორის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების გაუქმებას, რადგან ყველა ზეპირი დაპირება, რომელიც თავად ნატოს წევრებმა წარსულში დადებს ბლოკის არგაფართოებასთან დაკავშირებით, დავიწყებული და იგნორირებული იყო ხელსაყრელ მომენტში“, - განაცხადეს საელჩოში.
„იზვესტია“ აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას ბუნდოვანი უწოდა, განსაკუთრებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ. „საქართველოს ახალ ხელისუფლებას ძალიან რთული ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან და ბევრ ევროპულ დედაქალაქთან, რომლებიც ნატოს შემადგენლობაში არიან. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ქვეყნის ტერიტორიული კონფლიქტი სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან“, - წერს პროპაგანდისტული გამოცემა.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატომ პირობა დადო, რომ უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.
2025 წლის 5 დეკემბერს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც ევროპის კუთხით, აშშ-ის უსაფრთხოების მთავარ პრიორიტეტებს შორის დასახელებულია ნატოს მუდმივად გაფართოებად ალიანსად ყოფნის აღქმის დასრულება, ასევე, რუსეთთან „სტრატეგიული სტაბილურობის“ აღდგენა, ევროპისთვის თავდაცვის მიზნით სამხედრო შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობის მიცემა და ევროპაში მოწინააღმდეგე ძალის მიერ დომინირების თავიდან აცილება.
