რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის განცხადებით, რუსეთი და სომხეთი დიალოგს აწარმოებენ სომხეთისთვის სასუქების აზერბაიჯანის გავლით მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ცოტა ხნის წინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და ჩვენ გვჯერა, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან რუსული მარცვლეულით დატვირთული პირველი მატარებელი აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში ჩავიდა. ანუ, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად და სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებელი არსებობის შემდეგ პირველად მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა მატარებელმა გაიარა. ასევე განვიხილავთ ამ ხაზის სხვა სახის ტვირთით - სასუქებით - დატვირთვის შესაძლებლობას“, – განაცხადა ალექსეი ოვერჩუკმა.
მისივე თქმით, ასევე საუბარია პირიქით, სომხეთიდან რუსეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ტვირთის გადატანის უზრუნველყოფაზე. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, „ეს ისეთი ცვლილებებია, რომლებიც ცოტა ხნის წინ ნაკლებად სავარაუდო ჩანდა“.
რუსეთმა სომხეთში მარცვლეულის პირველი პარტია აზერბაიჯანის გავლით, ნოემბრის დასაწყისში გადაზიდა. ეს იყო მესამე კლასის 1000 ტონა ხორბალი.
რუსეთის სოფლის მეურნეობის საამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთი ყოველწლიურად დაახლოებით 450 000-500 000 ტონა მარცვლეულს იმპორტს ახორციელებს. იმპორტის თითქმის 100% რუსეთზე მოდის.
ადრე რუსული მარცვლეულის ექსპორტი ძირითადად საავტომობილო გზით ხორციელდებოდა სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით და საზღვაო გზით საქართველოს პორტების გავლით. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ახალი მარშრუტი (აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით) ამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს და აუმჯობესებს მიწოდების სტაბილურობას.
