„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები ამოქმედებულია და მათ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ვიზიტისთვის ვიზის აღება სჭირდებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ჩვენ ვიზისთვის მივმართავთ ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნის საელჩოებს, როდესაც კონკრეტული შეხვედრებისთვის მივემგზავრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ იმ ქვეყნის ვიზას და ეს დიდ პრობლემას არ უქმნის საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება და ევროკავშირი „საქართველოს მოქალაქეების დასჯას გადაიფიქრებს“.
„თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტმა 7 ოქტომბერს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას დაუჭირა მხარი. მექანიზმი ევროკავშირს საშუალებას აძლევს, კონკრეტული ქვეყნისთვის სავიზო მოთხოვნები აღადგინოს - თავდაპირველად დროებით, შემდეგ კი მუდმივად, თუ პრობლემები არ აღმოიფხვრება. უვიზო რეჟიმის გაუქმება მოხდება მაშინაც, როდესაც ევროკავშირის ურთიერთობები ქვეყანასთან გაუარესდება, მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
