თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
განაჩენის თანახმად, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა კორუფციული გზით მოპოვებული ქონება: სახლები ესპანეთსა და მცხეთაში; სამი ავტომობილი; შპს „ნახიდურჰესის“ 15%-იანი წილი და ამოღებული ძვირფასეულობა - ოქროს ზოდები, მონეტები, ძვირადღირებული საათები.
პროკურატურა მიქაუტაძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (8 499 334 ლარი), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, გადამეტებასა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას ედავებოდა.
გამოძიების მიხედვით, 2021 წელს მან ძალაუფლება გამოიყენა, რათა დახმარებოდა ერთ-ერთ კომპანიას მისივე დაფუძნებული შპს-ს 4.4 მლნ დოლარად გაყიდვაში, რის სანაცვლოდაც თავად 400 000 დოლარი მიიღო. ასევე, 2023 წელს მადრიდში 599 955 ევროდ ბინის შესაძენად ოჯახმა ყალბი დოკუმენტები გამოიყენა, რათა დაუსაბუთებელი თანხის წარმოშობა დაემალა.
რომეო მიქაუტაძე, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2017-2024 წლებში იკავებდა, 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს, თუმცა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო მზად იყო საპროცესო შეთანხმებისთვის და „არარსებული დანაშაულის“ აღიარებისთვის. პროკურორ ირაკლი მარშანიას განმარტებით, შეთანხმება სააპელაციო ეტაპზეც შესაძლებელია, თუ ბრალდებული დანაშაულს გულწრფელად მოინანიებს.
