რიკოთის უღელტეხილზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, მშენებარე გვირაბთან მეწყერი ჩამოვიდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, დაზიანებულია გარე ბეტონის სექცია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია“ ახორციელებს. მონაკვეთი მოიცავს 13 კილომეტრიან გზას, 27 ხიდითა და 18 გვირაბით.
დეპარტამენტის ინფორმაციით, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კილომეტრზე არსებულ მეწყრულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.
„სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.
ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.
სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. შენდება 51.6 კილომეტრამდე სიგრძის, 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.
