ირანელმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებიც არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ორკვირიანი აქციების ინტენსიური დარბევის შედეგად დაღუპულთა მაღალი რიცხვი აღიარა.
ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, დაღუპულთა შესახებ დეტალები არ გაამხილა. მისი თქმით, მომიტინგეებისა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების სიკვდილის უკან „ტერორისტები“ დგანან.
ირანში პროტესტი 28 დეკემბერს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო დაიწყო და უფრო ფართომასშტაბიან დემონსტრაციებში გადაიზარდა. ირანის ხელისუფლებამ არეულობის წაქეზებაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა.
როგორც Reuters-ი წერს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და მრავალწლიანი გარე ზეწოლის მიუხედავად, ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების ელიტაში ჯერ კიდევ არ შეინიშნება განხეთქილების ნიშნები, რამაც შეიძლება ბოლო მოუღოს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მყოფ კლერიკალურ სისტემას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციებთან დაკავშირებით ორმაგი მიდგომის გამოყენებას ცდილობს - ერთი მხრივ, ეკონომიკური პრობლემების გამო მიმდინარე პროტესტს ლეგიტიმურს უწოდებს და ამავდროულად უსაფრთხოების სასტიკ ზომებს იყენებს.
კომუნიკაციის შეზღუდვებმა, მათ შორის ბოლო დღეებში ინტერნეტის გათიშვამ, ირანიდან ინფორმაციის მიღება შეაფერხა. Reuters-ის ცნობით, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა სამშაბათს განაცხადა, რომ სატელეფონო კავშირი აღდგა, თუმცა ირანთან ინტერნეტ კავშირი არასტაბილური რჩება.
ირანის გარეთ მყოფი ოპოზიციური ჯგუფები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე 2000.
აშშ-ში ბაზირებული ორგანიზაციის, HRANA-ს ცნობით, ორშაბათ საღამოს მონაცემებით, დაკავებულია 10 721 ადამიანი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების ჩახშობის საპასუხოდ, აშშ რამდენიმე „ძალიან მკაცრ“ ვარიანტს განიხილავს. ამ ვარიანტებს შორისაა საჰაერო დარტყმებიც.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო დარტყმები ტრამპისთვის ხელმისაწვდომი მრავალი ალტერნატივიდან ერთ-ერთია, „დიპლომატია პრეზიდენტისთვის ყოველთვის პირველი ვარიანტია“. ამ ფონზე, შეერთებულმა შტატებმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ“ დატოვონ ირანი.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა 25%-იანი ტარიფები დააწესა აშშ-ში იმ ქვეყნების პროდუქციის შეტნაზე, რომლებიც ირანთან ბიზნესსაქმიანობას აწარმოებენ.
