ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რესტორან „რეტროს“ მფლობელს თეიმურაზ ვარშანიძეს, რომელიც თანამშრომლის ცემის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ვარშანიძეს 5 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. საქმის განხილვის დასრულებამდე, მას დაზარალებულთან კომუნიკაცია და მიახლოება აეკრძალა.
„მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ვუყურე ვიდეოს და მომხდარს განვიცდი. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვები არიან და მაქსიმალურად ვცდილობ ხელი შევუწყო სწავლაში. როგორც ჩემს შვილებს, ისე ვუყურებ. ნერვიულობის ნიადაგზე შევეცადე აღნიშნული პიროვნება გარეთ გამეყვანა, ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიმიყენებია. ის ტონი, რასაც კადრებში ვუყურე, ჩემი ოჯახისთვის მიუღებელია“, - ციტირებს აჭარის ტელევიზია ბრალდებულის სიტყვას.
თეიმურაზ ვარშანიძე 4 ივნისს დააკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელში მის მიერ მიმტანზე ძალადობის ამსახველი, ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა.
პროკურატურის განცხადებით, ვარშანიძემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. მას ბრალი ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის მუხლებით წარედგინა. სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რესტორნის მეპატრონეს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა. მათსა და ვარშანიძის შორის კონფლიქტის ერთ-ერთი საფუძვლად რესტორანში რუსეთის მოქალაქეების დასაქმება სახელდება. როგორც ყოფილი თანამშრომელი მარია ზოიძე ამბობს, რესტორნის ხელმძღვანელობა რუსებს „უპირატესად წარმოაჩენდა“ და სხვა თანამშრომლებს აკნინებდა.
თეიმურაზ ვარშანიძის დაკავების შემდეგ შპს „რეტროსა“ და შპს „რესტრო 2“-ში შრომის ინსპექციის სამსახური შევიდა. უწყებამ თბილისსა და ბათუმში სამი ობიექტი შეამოწმა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო, კომპანია 30 000 ლარით დააჯარიმა. შრომის ინსპექციის განცხადებით, „რეტროს“ დაევალა თანამშრომლებს სრულად აუნაზღაუროს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური, ასევე, კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.
