ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირს კი არ უახლოვდება, არამედ შორდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„სამწუხაროდ, ის, რაც საქართველოში ხდება, არ შეესაბამება დემოკრატიისა და დემოკრატიული წესების ევროპულ გაგებას. ცოტა გულნატკენი ვარ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რადგან ჩემს ქვეყანაში დიდი თანაგრძნობაა - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ლიეტუვასგან შორსაა, ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირები, ემოციური კავშირები, ისტორიული, ტრადიციული კავშირები და სამწუხაროა, რომ საქართველო კი არ უახლოვდება, შორდება ევროკავშირს“, – განაცხადა ნაუსედამ.
მისი თქმით, სანამ საქართველოში არ გააცნობიერებენ, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპები უნდა იყოს დაცული, სიტუაცია რთული და იმედგაცრუების მომგვრელი იქნება ქართველი ხალხისთვის, რომელიც ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლას ელის.
18-19 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე სტრატეგიული დებატები გაიმართება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, გაფართოებაზე. ამ კონტექსტში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ლიდერები შემდეგ ნაბიჯებს განიხილავენ.
