ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი გამოეხმაურა რუსი მომღერლის, ალა პუგაჩოვას ბოლო ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ის ჯოხარ დუდაევზე, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერზე, დადებითად საუბრობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
კადიროვის თქმით, „პუგაჩოვას მსგავსი ხალხის მტრები და მოღალატეები“ არ უნდა ლაპარაკობდნენ „ჩეჩენი ხალხისთვის ყველაზე რთულ პერიოდზე“.
„იმის შესახებ, თუ როგორი იყო დუდაევი და რა სარგებელი მოიტანა მან, პირველ რიგში, თავად ჩეჩნებს უნდა ვკითხოთ. გენერლის ამბიციებმა, პოზირებამ და ჩეჩენი ხალხის რეალური პრობლემების იგნორირებამ ბანდიტიზმის მკვეთრი ზრდა და სრული ფინანსური ვარდნა გამოიწვია“, - განაცხადა კადიროვმა.
10 სექტემბერს YouTube-ზე ალა პუგაჩოვასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სამსაათიანი ინტერვიუს ნახვების რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა. მომღერალი, სხვა საკითხებთან ერთად, ჩეჩნეთის პირველი ომზეც საუბრობს.
„განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჩეჩნეთის პირველი ომი, რადგან ჯოხარ დუდაევს ვიცნობდი. ის იყო ისეთი ღირსეული და წესიერი, ინტელიგენტი ადამიანი, ლამაზი ადამიანი... და როგორი ცოლი ჰყავდა! მხატვარი, მწერალი, პოლიტიკოსი... მირეკავდა, ფიქრობდა, თითქოს რამით დახმარება შემეძლო. რით შემძელო დახმარება? არაფრით. ახლა მასთან სალმის დაბარებაც კი მრცხვენია. ალა, თუ შემთხვევით ამ ინტერვიუს ნახავთ, პატიებას გთხოვთ, რომ ვერაფერი გავაკეთე იმისთვის, რათა ჯოხარი ცოცხალი ყოფილიყო“, - განაცხადა პუგაჩოვამ, რომელიც 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოჯახთან ერთად რუსეთიდან წავიდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ჩეჩნეთის პირველი ომის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო, პუგაჩოვას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს. მოსარჩელე ადვოკატი ალექსანდრე ტრეშჩევია, რომელიც მილიარდნახევარ რუბლს ითხოვს, აცხადებს, რომ მომღერლის სიტყვებით ის, როგორც ავღანეთის ომის მონაწილე, შეურაცხყოფილია. სასამართლოის საჩივარი განსახილველად ჯერ არ მიუღია.
ჯოხარ დუდაევი არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტი იყო. 1991-1996 წლებში, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მოკვლა რამდენჯერმე სცადეს. რუსებმა მისი ადგილსამყოფელი 1996 წლის 21 აპრილს, ჩეჩნეთის ერთ-ერთ სოფელში სატელიტური ტელეფონით საუბრისას დაადგინეს და სარაკეტო დარტყმით მოკლეს.
