საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს. მან 58 ხმიდან 57 მიიღო. ის კავშირის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. კაჭარავა „ქართული ოცნების“ პარლამენტში ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრია. აქამდე ის რაგბის კავშირში გამგეობის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
„40 წლის დავით კაჭარავამ მოთამაშის კარიერის განმავლობაში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა. მისი სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი - 122 კეპი აქვს მოხვეჭილი, გატანილი ლელოების რაოდენობით კი გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს (25 ლელო). კაჭარავა 4 მსოფლიო თასის მონაწილეა (2007, 2011, 2015 და 2019), რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი 11-ჯერ მოიგო. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ხედვები მოიცავს, მათ შორის, ახალგაზრდული რაგბის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამწვრთნელო რესურსების გაძლიერებას“, - ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.
დავით კაჭარავა პარლამენტის წევრი პირველად 2020 წელს, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა. როგორც წინა მოწვევის, ახლაც, ივანიშვილის პარლამენტში მან მხარი დაუჭირა საქართველოში დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის გაქრობისკენ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას, მათ შორის, რუსულ კანონებს.
კაჭარავამ რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე იოსებ ტყემალაძე შეცვალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია და კავშირს ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
