ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარ ავტოავარიას, რის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა, სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ლევან იოსელაინის თქმით, მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
სახალხო დამცველი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს.
„ყველა ბავშვს აქვს ფუნდამენტური უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც მოიცავს უსაფრთხო გზებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას.
მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პრიორიტეტი მიანიჭონ საგზაო უსაფრთხოების ზომების დანერგვასა და აღსრულებას, მათ შორის შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობას, სიჩქარის შეზღუდვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.
30 დეკემბრის საღამოს, მარნეულისა და ბოლნისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე „მერსედეს-ბენცის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 21 წლის, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა, 16 წლის ბიჭებს დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ.
ავტოავარიას დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს და მასთან ერთად ავტომობილში მყოფ პირებს, ამოატრიალეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი. ისინი დამნაშავის გადაცემას და დასჯას ითხოვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი. დაპირისპირების შედეგად ბოლნისის და თბილისის საავადმყოფოებში ათი ადამიანი მოხვდა.
სოფელ ნახიდურში, მარნეული-ბოლნისის ცენტრალური გზის მონაკვეთი მოუწესრიგებელია, არ არის დამონტაჟებული საგზაო ნიშნები და გარე განათება.
