ყაველაშვილი აგვისტოს ომზე: რუსეთის ქმედება ნათელია... საპასუხო, არაპროპორციული ძალა გამოიყენეს

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საპასუხო, არაპროპორციული ძალა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რუსეთის ქმედება ყველასთვის ნათელია, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული საქართველოს წინაშე, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და ის საპასუხო, რაც არაპრორციული ძალა გამოიყენეს და სწორედ დღეს სადაც ვიმყოფებით, ამ ბიჭების საწინააღმდეგოდაც იგივე არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული და რუსეთის ქმედება ყველასთვის ცნობილია... აქ კითხვის ნიშანი რუსეთის ქმედებაზე არ არსებობს და რატომ გინდათ რუსეთი შემოიყვანოთ იმ საკთხში, რაზეც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ლეგიტიმური კითხვა იმ ხელისუფლებასთან“, - უთხრა ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „გაურკვეველი კითხვები დატოვა“:

„არ გავასწრებ მოვლენებს, რადგან ვარ საქართველოს პრეზიდენტი. დაველოდოთ საბოლოო გამოძიებას. კითხვები აქვს მთელ საქართველოს - რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას? რატომ არ გააფრთხილეს ჩვენი საზოგადოება, რომ რუსეთი უკვე შემოჭრილი იყო? ... ახლა ჩვენი ხელისუფლება, რომ ავდგეთ და დავიწყოთ საომარი მოქმედებები, ეს გაამართლებს იმას, რომ რუსეთს გეგმა აქვს?“

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რუსეთის საქციელი“ არასდროს გაუმართლებია ყველა საერთაშორისო ფრონტზე „ყველა სადავო საკითხში“ დაამარცხა ის.

„ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქითკენ, რომ ვიქნებით სამართლიანი სახელმწიფო და არცერთი ინსტიტუცია, არცერთი წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, რომელსაც განხორციელებული აქვს, მით უმეტეს, საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაული, არ უნდა იყოს დაფარული. ყველაფერი უნდა იყოს გაცხადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. დანარჩენი ყველაფერი ნათელია საზოგადოებისთვის. ასე რომ, დაელოდეთ პასუხებს და ყველას თავისი პასუხისმგებლობით მიეგება პასუხი“, - თქვა ყაველაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2008 წლის ომის დაწყების დღედ 8 აგვისტოს მიიჩნევს, ომის დაწყებაში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა, რომლის დასკვნა სექტემბერში გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ კომისიის თქვმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე მოიხსენია როგორც „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.