რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბადრა გუნბას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„მიიღეთ გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად თქვენი არჩევის გამო“, - ნათქვამია კრემლის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც პუტინი ამბობს, არჩევნები „ხალხის ნების თავისუფლი გამოხატვის პირობებში“ ჩატარდა და გუნბას გამარჯვებამ დაადასტურა „აფხაზეთის მოქალაქეების“ მხარდაჭერა მისი ხაზის მიმართ - უზრუნველყოს შიდაპოლიტიკური სტაბილურობა და „ქვეყნის პროგრესირებადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“.
„მაქვს იმედი, რომ მეგობრული, მოკავშირული რუსულ-აფხაზური ურთიერთობა შემდგომშიც გაძლიერდება ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ“, - აცხადებს პუტინი.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა. გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ბადრა გუნბამ, რომელიც კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იყო, ხმების თითქმის 55% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ - 41.5%.
ე.წ. არჩევნებს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინიტრის აპარატი გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ასევე უხეშად და სისტემატურად ირღვევა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას.
