რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან ცეცხლის დროებით შეწყვეტით დაინტერესებული არ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანი - ეს არის გრძელვადიანი მშვიდობიანი დარეგულირება, ჩვენ ამისკენ მივისწაფით; მშვიდობიანი დარეგულირება, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კანონიერ ინტერესებს, ჩვენს ცნობილ შეშფოთებას. მგონია, რომ ამ ვითარებაში არავის სჭირდება რაიმე ნაბიჯი, რომელიც მშვიდობიანი ქმედებების იმიტაციას მოახდენს“, - თქვა უშაკოვმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პოზიცია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთან სატელეფონო საუბრის დროს დააფიქსირა.
„ბუნებრივია, მე გავაკეთე კომენტარი ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე და დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა დროებით სულის მოთქმა უკრაინელი სამხედროებისთვის. მეტი არაფერი“, - თქვა იური უშაკოვმა.
30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 11 მარტს, საუდის არაბეთში, უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს წამოაყენა. უკრაინამ შეთავაზებას მხარი დაუჭირა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, აშშ-ის წინადადება ეხება ცეცხლის სრულად შეწყვეტას - „არა მხოლოდ რაკეტებთან, დრონებთან და ბომბებთან მიმართებაში, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ფრონტის მთელ ხაზზე“.
„უკრაინა იღებს ამ წინადადებას, ჩვენ დადებითად მივიჩნევთ მას, მზად ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯი. შეერთებულმა შტატებმა რუსეთი უნდა დაარწმუნოს, ანუ ჩვენ თანახმა ვართ და თუ „რუსები“ დათანხმდებიან, მაშინ „სიჩუმე“ ამუშავდება“, - განაცხადა ზელენსკიმ ქალაქ ჯიდაში მომლაპარაკებელი ჯგუფების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 30-დღიანი ზავის შესახებ წინადადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
