მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 242.4 მლნ აშშ დოლარი (689.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 8.5%-ით, ანუ 22.7 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
იანვარში ჩარიცხვების 45.1% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა და ჯამში, 109.32 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა ჩაირიცხა იტალიიდან (46.16 მლნ), გერმანიიდან (19.35 მლნ) დასაბერძნეთიდან (18.99 მლნ).
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაღალი ტემპით იზრდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფულადიგზავნილების მოცულობა. იანვარში აშშ-დან 47.31 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხული თანხების 19.52%-ია.
რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 25.46 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს, 62.41%-ით ნაკლები, ვიდრე 2024 წლის იანვარში. ეროვნული ბანკი სწორედ რუსეთიდან გზავნილების კლებით ხსნის ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობის ჯამურად 8.5%-ით შემცირებას.
იანვარში 19.13%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები ისრაელიდან და 21.31 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
126.24%-იანი ზრდა ფიქსირდება ყირგიზეთის შემთხვევაში - ამ ქვეყნიდან საქართველოში იანვარში 6.18 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს.
49.55%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები ყაზახეთიდან, საიდანაც იანვარში 4.74 აშშ დოლარი ჩაირიცხა, ხოლო პოლონეთიდან გზავნილები 4.03%-ით შემცირდა და ჩარიცხული თანხის მოცულობამ 2.15 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.286 მლნ აშშ დოლარი (80.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის იანვრის (26.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.4% მეტია. ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა თურქეთში (5.424 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანსა (3.622 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთში (3.094 მლნ აშშ დოლარი).
