33 წლის გიორგი გოჩიტაშვილს, რომელმაც დედოფლისწყაროში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ღობეს სატვირთო მანქანა დააჯახა, ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით მკურნალობა მიუსაჯეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
განჩინება სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა 30 ივნისს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე და პროკურატურის მოთხოვნით მიიღო. პროცესს ბრალდებული ვერ დაესწრო, რადგან ის უკვე ხონის ფსიქიატრიულში ჰყავდათ მოთავსებული. ადვოკატის განმარტებით, ტექნიკურად ვერ მოხერხდა ინტერნეტით ჩაერთოთ.
მანამდე, გოჩიტაშვილის მონაწილეობით სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ორი სხდომა გაიმართა. გოჩიტაშვილმა თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა თქვა, რომ ღარიბაშვილების სახლის ღობეს სატვირთო ნამდვილად მან დააჯახა.
„მიმაჩნია, რომ სწორად გავაკეთე. მე არსად გამქცევი არ ვარ, არც ახალი დანაშაულის ჩამდენი ვარ. ჩემი საქმე გავაკეთე და გამოვაფხიზლე ეს ხალხი ამ კლანისგან გასათავისუფლებლად, ვისაც თქვენ ემსახურებით. თქვენ უნდა ემსახურებოდეთ თქვენს ქვეყანას და არა კლანს, ვიღაც ღარიბაშვილებს, ვიღაც დედამო*****ებს“, - მიმართა მოსამართლეს გოჩიტაშვილმა.
მას არ უთქვამს, რატომ დაეჯახა ღარიბაშვილების სახლის ღობეს. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, გოჩიტაშვილი ღარიბაშვილებთან მუშად მუშაობდა, პრემიერის მამას მეორადი სამშენებლო მასალა სთხოვა, მისგან უარმა კი გაანაწყენა.
სისხლის სამართლის საქმეში პრემიერ-მინისტრის ოჯახის არცერთი წევრი დაზარალებულად ცნობილი არ არის. პროკურატურამ გოჩიტაშვილს ბრალი არა ღარიბაშვილების ქონების დაზიანების, არამედ, სსკ-ის 353-ე მუხლით წარუდგინა, რაც პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
საქმის მასალების თანახმად, გოჩიტაშვილმა სატვირთო დააჯახა პოლიციის კუთვნილ მანქანას, დაკავებისას კი სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.
გიორგი გოჩიტაშვილს სახაზინო ადვოკატი არჩილ ტუხაშვილი იცავდა. როგორც მან „საქართველოს ამბებს“ უთხრა, ფსიქიატრიულში იძულებით მკურნალობის მაქსიმალური ვადა 2 წელი 6 თვეა, თუმცა სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სასჯელის ვადა, შესაძლოა, შემცირდეს.
გიორგი გოჩიტაშვილი პრემიერის საცხოვრებელი სახლის ღობეს მეგობრის კუთვნილი სატვირთო მანქანით 23 აპრილს დაეჯახა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ ის იმავე, დღეს თბილისისკენ მიმავალ გზაზე, ლილოში დააკავა.
ფსიქიატრიულში იძულებითი მკურნალობის მისჯის შემდეგ, გოჩიტაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. მისი ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
