მამუკა ფიფია, პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, რომელიც „ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის“ გაფორმების ინციატივით გამოდის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
პატრიარქთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ფიფიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა. როგორც ის წერს, ეს ილია მეორესთან მისი რიგით მეოთხე შეხვედრა იყო.
„ვისაუბრეთ იმ საფრთხეების შესახებ რის წინაშეც დგას ქვეყანა და რა შეიძლება მოხდეს ჩვენი სამშობლოს მტრებისგან! არავისთვის არის დაფარული, რომ გლობალისტები ებრძვიან ჩვენთვის ყველაზე სათუთს და სულიერ საზრდოს, ებრძვიან ქრისტიანობას საქართველოში, ებრძვიან პატრიარქს, თავს ესხმიან სასულიერო პირებს“, – წერს ვრცელ პოსტში მამუკა ფიფია და ილია მეორეს მადლობას უხდის საჩუქრებისთვის.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, რომ შეხვედრა 3-4 წუთი გაგრძელდა. სასულიერო პირის თქმით, მამუკა ფიფიამ პატრიარქს აღსაყდრების და დაბადების დღე მიულოცა.
„სხვა თემებეზე არ ყოფილა ლაპარაკი, რას ლაპარაკობთ. მე ვესწრებოდი, დიახ, ამ შეხვედრას. რომ მიულოცა, შემდეგ გამოვედი გარეთ. შეიძლება რამდენიმე სიტყვა თქვა მშვიდობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.
მამუკა ფიფია რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს. სამი თვის წინ ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას შეხვდა.
ფიფიას თქმით, ზახაროვას საქართველო-რუსეთს შორის არსებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის „მინსკის ფორმატით“ ჩანაცვლების საჭიროებაზე ესაუბრა. ეს ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო.
2025 წლის ოქტომბერში მამუკა ფიფია, პრორუსული ტელეარხის, „სეზონი ტვ“-ის წამყვანი, ნიკოლოზ მჟავანაძე, პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ირიმაძე და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის დის ქმარი პაატა აბულაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში იმყოფებოდნენ. ე.წ. სახალხო რეპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშილინმა ქართულ დელეგაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რიგებში მებრძოლი ქართველების სია გადასცა.
ამ თემაზე:
თინა კანდელაკის თქმით, 5 წლის წინ ილია მეორემ პუტინთან დააბარა, რომ მისთვის ლოცულობს
