ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, გაასაჩივრებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“ (3,4 - მეთილენდიოქსიმეტაფეტამინი) წონით 4.41548 გრამს.
სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - აცხადებს პროკურატურა.
პროევროპული აქციების მონაწილე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თევდორე (თედო) აბრამოვი 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღეს, 15 აგვისტოს, გამოაცხადა.
თედო აბრამოვი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა მისი ჩხრეკის და ნარკოტიკული საშუალების ამოღების ამსახველი ვიდეომასალა. აბრამოვის ჩხრეკას პოლიციელების გარდა არავინ დასწრებია.
აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს საკუთარ სახლთან დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა ან/და შენახვის მუხლით წარუდგინეს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
იგივე მუხლით იყო დაპატიმრებული პროევროული აქციების კიდევ ერთი აქტიური მონაწილე, ექიმი გიორგი ახობაძე. 6 აგვისტოს, მოსამართლემ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ის წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
