გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია „მთავარ არხსა“ და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 6 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, პროკურატურამ არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება მოითხოვა.
„შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას და გაყიდვების სახლს დღეს გადაეცა. გამოძიება დაწყებულია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს მენეჯმეჯმენტს და არხის თანადამფუძნებლებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„მთავარ არხში“ აცხადებენ, რომ მათ ფინანსურ ოპერაციებში არანაირი დანაშაული არ არის და მიუკერძოებელი პროკურატურა გამოძიებასაც კი არ დაიწყებდა.
„...ზედაპირზეა ოქუაშვილის დირექტორის ბრალდებების აბსურდულობა. თუმცა ყველას გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ მომართულია არა სიმართლის დადგენისკენ, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესრულებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულმა „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა 1-ელ მაისს შეწყვიტა. მანამდე, 15 თებერვალს, გაჩერდა ყველა გადაცემა, მათ შორის საინფორმაციო გამოშვებები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
არხის მენეჯმენტი თვეების განმავლობაში ფინანსურ კრიზისზე საუბრობდა და მის ხელოვნურად შექმნაში ზაზა ოქუაშვილს ადანაშაულებდა.
„როგორც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ვაცხადებდით, ზაზა ოქუაშვილი ყალბ და უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდა არხის მენეჯმენტსა და თანადამფუძნებლებს და ამით ემსახურებოდა რუსული რეჟიმის ინტერესებს.
სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა მიზნის მიღწევა და ზაზა ოქუაშვილის ხელით დახურა ქვეყნის მთავარი კრიტიკული არხი. თუმცა, როგორც ჩანს, „მთავარ არხზე“ ზეწოლა ამით არ ამოიწურა და რეჟიმი ისევ ოქუაშვილის ცილისწამების საფუძველზე ცდილობს კომპანიის მენეჯმენტსა და სხვა დამფუძნებლებზე ანგარიშსწორებას“, - ნათქვამია „მთავარი არხის“ მიერ დღეს, 16 ივლისს, გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციური ტელეკომპანიები, მათ შორის „მთავარი არხი“ არაერთხელ დაადანაშაულა „შავი ფულით“ დაფინანსებაში. „შესაბამისი უწყებები ალბათ შეისწავლიან ამ საქმეს“, - განაცხადა კობახიძემ გასული წლის ოქტომბერში.
„მთავარი არხი“ 2019 წლის სექტემბერში ნიკა გვარამიამ და „რუსთავი 2“-ის ყოფილმა თანამშრომლება დააფუძნეს. 2020 წელს ტელეკომპანიის წილის 40% ზაზა ოქუშვილის კომპანიებმა შეიძინეს. 2022 წლის მაისში ნიკა გვარამია დააპატიმრეს და არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია გახდა. ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე თვეში, 2024 წლის თებერვალში, ნიკა გვარამიამ კომპანიის 12%-იანი წილი მეუღლეს, სოფიო ლილუაშვილს გადაუფორმა. მას შემდეგ მან პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“ დააფუძნა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ შემადგენლობაში საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
