საქართველოს გენერალური პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან“ (ISFED) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის სრულ დოკუმენტაციას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
„პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით. ამ გამოძიების ფარგლებში გამოვიკითხე მე, ჩემი მოადგილე და ჩვენი სამეგრელოს რეგიონული ხელმძღვანელი. ვისაუბრეთ ორგანიზაციის მიგნებებზე, წარვადგინეთ შესაბამისი დოკუმენტაცია. ამჯერად პროკურატურა ხმების პარალელური დათვლის დოკუმენტაციას ითხოვს. მივაწვდით, რა პრობლემაა“, - განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.
მისი თქმით, თუ პროკურატურის ინტერესის საგანია შედეგებთან დაკავშირებული რიცხვები, ორგანიზაციამ ბევრჯერ განაცხადა, რომ რიცხვები თანხვედრაშია და ცენტრალურ საარჩვენო კომისიას ოქმების დაჯამების დროს არ ჰქონია არითმეტიკის პრობლემები.
„მაგრამ ეს რიცხვები ვერ იქნება საპარლამენტო არჩევნების ვალიდურობის საზომი, რადგან წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბმა, შინაარსმა და ხარისხმა, არსებითი გავლენა მოახდინა ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე და არჩევნების შედეგები ვერ ჩაითვლება საქართველოს ამომრჩევლის ნების ჭეშმარიტ გამოხატულებად“, - აღნიშნავს დოლიძე.
ISFED-მა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უარი თქვა ხმების პარალელურ დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებაზე. ორგანიზაციის განცხადებით, მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას.
პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალებების საქმეზე გამოძიება 2024 წლის 30 ოქტომბერს, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, დაიწყო. გამოძიების შუალედური შედეგები იანვარში გახდა ცნობილი და „გამორიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა“. გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა.
