ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ლუკ ფრიდენმა ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით „საკმაოდ შეშფოთებულია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„ეს არ არის ისეთი ტიპის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რაც გვინდა გვქონდეს ევროპულ მიწაზე ან ევროკავშირთან ახლოს“, - განაცხადა ფრიდენმა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ყველას, ვისაც საქართველოსთვის პროევროპული გზა სურს.
„უპირეველეს ყოვლისა, ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებისაც ჩვენ გვწამს, ევროპის კონტინენტზე ყველგან დაცული უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს პატივი სცენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“, - თქვა ლუკ ფრიდენმა.
ევროკავშირის ლიდერები დღეს, 19 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე შეიკრიბნენ და სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ.
შეხვედრის დაწყებამდე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ლიდერები იმსჯელებენ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ საქართველოს ხელისუფლებაზე რეალური ზეწოლის განსახორციელებლად, „რომ არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების მიმართ, არ შეავიწროვოს ოპოზიცია“.
„რა თქმა უნდა, ორშაბათს ჩვენ განვიხილეთ ეს და სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ამაზე შემდგომი მუშაობა გვჭირდება“, - განაცხადა კალასმა.
კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამაც. მისი თქმით, ევროპარლამენტის მოწოდება საქართველოს მიმართ არის ის, რომ არ მიატოვოს ევროპული გზა.
„უკვე წლებია, ევროპულ საბჭოს ვესწრები და ყველა შეხვედრაზე დომინირებს ერთი რამ - ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა. ეს ვთქვით სტრასბურგშიც ამ კვირაში. უდავოა, რომ ეს იქნება ჩვენი პოზიცია 2025 წელსაც“, - თქვა მეცოლამ.
ეს არის ევროპული საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც პრეზიდენტის რანგში ანტონიო კოშტა ხელმძღვანელობს. სხდომის შემდეგ გამოქვეყნდება დეკლარაცია, სადაც, სავარაუდოდ, საქართველოს შესახებაც იქნება ჩანაწერი.
