პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 2 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 3 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 „ქართული ოცნება“ რუსეთს ქვეყანაში გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს - აშშ-ის დაზვერვა
შეწყალების შესახებ განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 20 სექტემბერს გამოსცა. გიორგი შანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.
გიორგი შანიძე 2024 წლის 8 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, პარლამენტთან არსებული სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დაკავების შემდეგ პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით დაუმძიმა, რაც კანაფის უკანონო მოყვანა-კულტივირებას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფელბის აღკვეთით ისჯება.
„რომ არა პოლიტიკური სარჩული, მე საერთოდ არ დამიჭერდნენ და მეც გარეთ ვიქნებოდი. პატიმრობა არ მეკუთვნის“, - მიმართა შანიძემ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას 16 სექტემბერს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებამდე.
არსებული ინფორმაციით, გიორგი შანიძემ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე თავად მიმართა. ის რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული მეორე ადამიანია, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
მიმდინარე წლის 24 აპრილს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. 21 წლის გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურა მას 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, შს სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის განაჩენით გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
