საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს, მისი მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს. ამის შესახებ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
„ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე ნატოს გენერალური მდივანი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორები, აშშ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ საერთოდ არ დარეგისტრირებულიყო, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონის განხილვა კომიტეტებში, ზოგადად, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს“, - განაცხადა მსხილაძემ პარლამენტში, ბიუროს სხდომის შემდეგ.
სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტის ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი დაარეგისტირა. 15 აპრილს მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსული კანონის მიღებას არ დაუშვებენ, დღეს უკანონოდ შეუზღუდეს პარლამენტში შესვლის უფლება.
„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა. მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საჭიროა 76 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას აქვს.
