პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში სამხედრო წვრთნების გადადება და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს დახმარების გაყინვის შესახებ, პასუხია მმართველი პარტიის „უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
„ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე. პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი არაფრისთვის და არავისთვის საჭირო - რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა და პირიქით, სხვა არაფერი ისმის, თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ „მაინც“ შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე „ორივე ქვეყნის სასარგებლოდ“ ტარდებოდა … ( ნეტავ აწი ამერიკას რა ეშველება !!!)“, - დაწერა პრეზიდენტმა Facebook-ზე.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ორი უახლოესი მეგობრისგან მიღებული „ძალიან მძიმე გზავნილები“ ყურადსაღებია.
„მართალია, ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ „არჩევანი თქვენია“ - ევროპული, დაცული მომავლის მქონე და იზოლირებულ, რუსეთის ორბიტაზე გადასულ საქართველოს შორის.
გვეუბნებიან, რომ ეს კანონი(ები) არაა მეგობრული ქცევა და თავსებადი ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან!
ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას: „რატომაა ეს კანონი რუსული?“ რატომ? … და ამიტომ!!!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის შეაჩერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს მხადაჭერა და სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, სხვა ზომების მიღებაც განიხილება.
საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაწყებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომლის ფარგლებშიც 5 ივლისს, თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი ვადით გადადო. პენტაგონის განმარტებით, „გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სუბიექტების მიმართ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აიძულებენ, რათა უკრაინაზე ზეწოლა შემსუბუქდეს, ასევე მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში“.
