ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის კუთვნილ კომპანიას, შპს „ქართულ ფესვებს“ წელს არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არანაირი თანხა არ მიუღია და ხელშეკრულებაც გაუქმებულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში 115 კომპანიაა ჩართული. მათ შორის, კლიმატური პირობებისგან დაზიანებული ყურძნის რეალიზების მიზნით სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ აკონტრაქტებს სხვადასხვა ღვინის კომპანიებს საჭიროებისამებრ მევენახეებისგან ყურძნის შეუფერხებლად (90 თეთრად) ჩაბარების მიზნით. როგორც ცნობილია, სახელმწიფომ გამოხატა ასევე მზადყოფნა, რომ შეისყიდიდა იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა. აღნიშნულ კომპანიას, შპს „ქართულ ფესვებს“ 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო პროცესში „ქართული ფესვების“ ჩართვა და 1-ელ სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება“, - ღვინის ეროვნული სააგენტო ამ განცხადებით პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ფული საიდან?
ეკონომიკის სამინისტროს აქვს სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტო“. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ აქვს შპს „მოსავლის მართვის კომპანია“. შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს „ქართულ ფესვებს“. შპს „ქართული ფესვები“ არის ტარიელ ღარიბაშვილის. 150 000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე რომ ყურძენი გადაამუშაოს (კილო 10 თეთრი). ტარიელმაც აიღო და ბორტი N1 უქირავა შვილს, რომ შვილიშვილი წაეყვანა პენსილვანიაში“, - დაწერა ჯაფარიძემ.
დღეს, 12 სექტემბერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის საფასური, 34 ათასი ევრო, მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა.
2012 წლამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი სოფელ წითელწყაროს რწმუნებული იყო და ბიზნესი არ ჰქონდა. მისი შვილის ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ კი პრემიერად მუშაობის პერიოდში ტარიელ ღარიბაშვილი დიდძალი ქონების პატრონი გახდა.
