საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას, არ შეხვდეს ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტართა დელეგაციას, რომელიც თბილისში იმყოფება. ფრედერიკ პეტმა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
„ევროკავშირი კონფლიქტების მართვაა. ჩვენ გვაქვს უთანხმოებები, მაგრამ ერთად ვმუშაობთ. ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ პარლამენტის წევრი მეუბნება - „არ შეგხვდები, რადგან არ მეთანხმები“. ჩემთვის ეს დემოკრატიის სრული უარყოფაა. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, არის სასაფლაო, მე არ მეჩქარება იქ. ჩვენ აქ ვართ გერმანელები და ფრანგები. ევროპა ნიშნავს მოლაპარაკებებს ხალხთან, რომელსაც არ ეთანხმები“ - განაცხადა პეტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოში გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან. მათ შეშფოთება გამოთქვეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც ბუნდესტაგის წევრმა, მიხაელ როთმა განაცხადა, სანამ ნათელი არ მოეფინება არჩევნებს, ევროკავშირის მას ვერ აღიარებს როგორც ლეგიტიმურს.
დელეგაციის წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მათ შეხვედრაზე უარი უთხრა. დელეგაციას არ შეხვდებიან არც პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
პაპუაშვილი ამ გადაწყვეტილების მიზეზად დელეგაციის ზოგიერთი წევრის, მათ შორის ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის „არამეგობრული დამოკიდებულება“ დაასახელა. ის დელეგაციის წევრებს საქართველოში „ევროპის სახელით არეულობის დათესვაში“, არჩევნებში ჩარევასა და ქვეყნის კონსტიტუციის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
